
შესაძლოა, ოფიციალურმა თბილისმა და დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ უკვე დეკემბრის შუა რიცხვებში, ჟენევის მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ.
– ამის თაობაზე „რია ნოვოსტი“ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრზე ვიაჩესლავ ჩირიკბაზე დაყრდნობით იუწყება.
„დღეს ჩვენ ჟენევაში ერთობლივ განცხადებას განვიხილავთ, ვნახავთ, ვინაა მომხრე და ვინ წინააღმდეგი და თუ ყველაფერი კარგად იქნება, უკვე მომავალ სესიაზე, 17–18 დეკემბერს შეთანხმება ძალის არგამოყენების შესახებ მიღებული იქნება უკვე მომდევნო სესიაზე“, – აცხადებს ჩირიკბა, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებაში აფხაზური მხრიდან მონაწილეობს.
მან ხაზი გაუსვა, რომ ეს დოკუმენტი მთავარი ნაბიჯი გახდება თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების საქმეში. „ჩვენი მიზანია, რომ აფხაზეთმნა და საქართველომ მიაღწიონ შეთანხმებას ძალის არგამოყენების შესახებ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამშვიდობო შეთანხმებას. მართალია, ამისგან ჯერ შორს ვართ, მაგრამ თუ ახლა განხილვადი შეთანხმება იქნება მიღებული, ეს იქნება საბოლოო შეთანხმებისთვის მხარეების მზადყოფნის ნიშანი“, – ამბობს ჟენევიდან ჩირიკბა.