
პოლიტიკოსი ირაკლი წერეთელი საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს საქციელი ყოვლად უხამსი და სამარცხვინოა.
"მიუხედავად იმისა რომ ლოგიკურად და კანონზომიერად არ ვარ და ვერც ვიქნები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი,სწორედ ჩემი საქვეყნოდ გაცხადებული სტრატეგიული მიზნებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე,, დიდ უხამსობად და უღირს საქციელად მიმაჩნია მიხეილ სააკაშვილის, ასევე მისი მეუღლისა და მისი დედის ქონების დაყადაღება.
ეს არის ყოვლად სამარცხვინო საქციელი,რომლის ჩადენა შეუძლია მხოლოდ პატარა სულისა და პატარა ბუნების ადამიანებს. ნამდვილად არ მაქვს დადებითი,უკრიტიკო დამოკიდებულება წინა ხელისუფლების მიმართ,პირიქით მაქვს სერიოზული და სამ,ართლიანი პრეტენზიები, მაგრამ ვთვლი,რომ საქართველოში არსებული ურთულესი და უმძიმესი მდგომარეობის,რუსეთის დაუცხრომელი და პერმანენტული ბოროტი აგრესია- ოკუპაციის ფონზე, სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი მიმართულება და არსებითად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი აუცილებლად უნდა იყოს, ერთობლივი და გაერთიანებული ძალისხმევით, , გამიზნული და გაბედული, პრინციპული აქტიურობა საერთო მტრის წინააღმდეგ.
შიდა ანგარიშსწორების დრო ,ამ ეტაპზე, ნამდვილად არ არის, ამ საკითხთან მიბრუნება შემდგომშიც შეიძლება მხოლოდ უტყუარი და ღირსეული სამართლიანობისა და კაცთმოყვარეობის საფუძველზე. ხომ შეიძლება რომ ქართველებმა საერთო ეროვნული ,სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ინტერესებიდან, გამომდინარე, დიდი ეროვნული გამარჯვების მოსაპოვებლად რამენაირად შევძლოთ გაერთიანება, რაც ნამდვილად არ ნიშნავს სამართლიანობისა და კანონიერების უზენაესობის უარყოფას! ყველა გამყიდველია ვინც წინ აღუდგება დიდ ეროვნულ ერთმთლიანობას, საერთო მტრის წინააღმდეგ ღირსეულ ბრძოლაში!", - წერს ირაკლი წერეთელი "ფეისბუქზე".