.jpg)
რუსეთის პრეზიდენტის ვლადმერ პუტინის განცხადებით, მისი საქართველოს ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. "ჩემი დამოკიდებულება საქართველოს ამჟამინდელი მთავრობისადმი შეიცვალა. ქართველი ხალხისადმი კი მე ყოველთვის კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მქონდა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მან კომენტარი სავიზო რეჟიმის გამართივებასთან დაკავშირებითაც გააკეთა. "ჩვენ ვხედავთ სიგნალებს, რასაც გადმოსცემს საქართველოს მთავრობა. ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ უვიზო რეჟიმის დაბრუნებაზე. ყველაფერი ექსპერტების დონეზე უნდა იყოს მოფიქრებული, მაგრამ ეს იქნებოდა ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისკენ ნაბიჯი", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.