
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე, სოციალურ ქსელში ბიუჯეტის 100 მილიონით გარღვევის შესახებ წერს.
„გეტყვით რა იქნებოდა: მიშას ბოტებით ექნებოდა უკვე შემოვლილი გურიაც და აჭარაც.
ორივე რეგიონში მთავრობის საგანგებო სხდომა ჩატარდებოდა და კონკრეტული სამოქმედო გეგმა დაიდებოდა.
მთელი საქართველოდან მობილიზებული იქნებოდა ყველა საჭირო - თავისუფალი ტექნიკა. სარეზერვო ფონდიდან საჭირო თანხები გამოიყოფოდა და მოსახლეობას უკვე ეცოდინებოდა - რას უკეთებს ხელისუფლება.
ჰო, თუ ეს სტიქია არჩევნების წინ მოხდებოდა, კიდევ ერთი რამ იქნებოდა - შუშის სასახლიდან გადმოდგებოდა „მზეთუნახავი" და ოქროს სასახლეებს შეჰპირდებოდა დაზარალებულებს, ჩვეული კეკლუცობით.
ახლა სად ხარ, ბრძენო მილიარდერო?! გაიღე მოწყალება! 6 თვის მონაცემებით ბიუჯეტი 100 მილიონითაა გარღვეული.
პ.ს. ესენი კიდევ დავოსში წასვლაზე დასაჭმელად ემზადებიან“, - წერს ხაჩიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.