-
2014-09-30 08:56
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას შესახებ წერს.
„გავიგეთ, რომ აგვიკრძალა ტელევიზორზე, ნათურაზე, წიგნებზე წუწუნი! საყოფაცხოვრებო ნივთებზე!
მისი არგუმენტი იყო, არ მიმაჩნია სწორი პოლიტიკოსმა ასეთ დეტალებზე იწუწუნოსო!
გავიგეთ, რომ უნდათ ნახონ როგორ ტირის, განცდებშია და კრუნჩხვებში პატიმრობის გამო და ვერ ხედავენ ( ხედავს), იმიტომ რომ, მორალურადაც ძლიერი აღმოჩნდა და მზადაც ამ ყველაფრისთვის! გავიგეთ, რომ ბადრაგები ძალიან ცუდად ექცევიან და ხმა არ ამოგვაღებინა, ესენი რა შუაში არიან, დავალება აქვთ ეგეთიო !!
ახლა უკვე ადვოკატებს უშლიან ხელს შეხვედრებში, საქმის დეტალებს ვერ აცნობენ და არ ეძლევა საშუალება საკუთარი თავი დაიცვას! და მართლა მაინტერესებს, რა იქნება შემდეგი ეტაპი?
თუ იმას ელოდებით, რისი დანახვაც გსურთ, ვერ ყოფილხართ მთლად მაგარი შამანები! ქვები გამოცვალეთ, ქვები!!!“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.