
2015 წლის იანვარში დავოსში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერის და პრეზიდენტის გამგზავრებასთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გოგა ხაჩიძემ სოციალურ ქსელში დააფიქსირა.
„Breaking News !
საქართველოში პირველი თოვლის მოსვლის შემდეგ, გუდაურში, ბაკურიანში, ან მესტიაში გაიმართება ორთა ტურნირი სლალომში და გიგანტურ სლალომში, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის.
ტურნირში გამარჯვებული გაემგზავრება დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე,“ - წერს გოგა ხაჩიძე.