-
2014-09-29 16:57
გიგი უგულავას მეუღლე ლელა კილაძე წერს, რომ გიგი უგულავას უფლებები ციხეში ყოველდღიურად იზღუდება და იქვე დასძენს, რომ ამის მიუხედავად, გიგის ვერ შეაშინებენ.
"სასჯელაღსრულების დეპარტამენტი გიგის ადვოკატებთან თავისუფალ კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევს. კარგახანია ამის გამო საქმის მასალების გაცნობაც ვერ მოახერხა, ყოველდღიურად რთულდება ადვოკატებისთვის იმ მასალის მიწოდება რომელიც ამ საქმეებში გიგისთვის თავის დასაცავად მნიშვნელოვანია.
გიგის უფლებები ყოველდღიურად უფრო და უფრო იზღუდება. როგორც ჩანს ივანიშვილის პირადი პატიმარი გიგი ციხიდანაც იმდენად აშინებთ, რომ საკანში საყოფაცხოვრებო პირობებიც მათი " ფანტაზიის" მიხედვით ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმით რთულდება.
მინდა იცოდეს ყველამ! დავალების მიმცემმაც და შემსრულებელმაც! გიგის ვერ შეაშინებს და ვერ გატეხავს ვერანაირი შეზღუდვა. როგორც ჩანს ეს ყველაზე მეტად მთავარ მოქალაქეს აწუხებს", - წერს ლელა კილაძე "ფეისბუქში".