
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ახალ გადაცემას აანონსებს.
„ოთხშაბათს თქვენ ნახავთ ჩვენს მეგობრებს აფხაზეთიდან. მადლობა საზღვრის დაცვის პოლიციას... რომ არა ისინი, ჩვენ ვერ მოვიტანდით თქვენამდე აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების ხმას!
- შენ ნანუკა ხარ?
მე ვპასუხობ - კი ბებო.
არ მახსოვს ბოლოს როდის გამიხარდა ეს კითხვა! მივხვდი, რომ იქ „ნანუკას შოუს“ უყურებენ:) დანარჩენს ოთხშაბათს მოგიყვებით!
მეუბნება: „აქ აფხაზეთია“ - ვპასუხობ: „აქ საქართველოა“. ოთხშაბათს, საქართველო ენგურს იქეთ!”, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.