
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ოფიციალურ გვერდზე "ფეისბუქში" 22 სექტემბერს, ღამით გარე ყდის ფოტოს შეცვლას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა: გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ფოტო აირჩია.
გამოქვეყნებულ ფოტოზე არსებული კომენტარების მიხედვით, "ფეისბუქის" მომხმარებელთა ნაწილს პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოეწონა, ზოგმა - დაგვიანებულად მიიჩნია, ზოგიერთებმა კი გიორგი მარგველაშვილს წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებები შეახსენეს, რომელთა თანახმადაც, ის არ აპირებდა გადასვლას ავლაბრის რეზიდენციაში.