
მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ სამსახურის შოვნა გაუჭირდა.
„ვინც მიცნობთ, იცით არ ვარ ბოღმა, მაგრამ ერთი რამ მინდა მოკრძალებულად ვიკითხო...
მაინტერესებს. რამდენიმე წლის განმავლობაში რომ მირეკავდნენ და მთავაზობდნენ ლექციების წაკითხვას, ეს იყო, როცა აქტიურ ჟრნალისტიკაში ვიყავი და მერეც, რა საინტერესოა, რა მოხდა?
იმას აღარ ვამბობ, რამდენიმე რომ შემეხმიანა და ბოლოს იმით დამთავრდა „იმასთან“ როგორი ურთიერთობა გაქვსო, არავისთან არ მაქვს ამ დროს ცუდი ურთიერთობა.
იმას როგორი ურთიერთობა აქვს, ეგაა ახლა გადამწყვეტი თურმე...
არა განა რამე მიკვირს, აღარააფერი აღარ მიკვირს, უბრალოდ სადაც ვიყავი, ეს დაყოფა ჩემთვის ძალინ უცხო იყო და არასდროს არ მქონია... არასდროს...
მითხრეს გასაგებად რაღაც სიაში ვარ, ტელევიზიაზე არ ვიოცნებო... გავიგე, ამხანაგებოო, გავიგე", - წერს მანჯგალაძე.