
„ექსპერტი სოციალურ ქსელში“, მეტსახელად „უჩინო უჩინარი“, რომლის პროგნოზები პოლიტიკურ საკითხებში არაერთხელ ამხდარა, საქართველოს პრეზიდენტის შესაძლო პოლიტიკურ სვლებთან დაკავშირებით ახალ ვერსიაზე წერს.
„პრეზიდენტი თამაშს იწყებს. იმის სანაცვლოდ პარლამენტმა რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ჩაუგდო, ჯერ ამ მიმართულებით გეგმავს გაძლიერებას. მაშინ დაიმუქრა კიდეც.
მალე კუბლაშვილს გასდის ვადა და ისეთ კანდიდატურებს ეძებს, რომლებიც კუბლაშვილისა და მისი მოადგილეების ჩანაცვლებისთვის გამოადგება. მოსამართლის ვაკანსია საკონსტიტუციო სასამართლოშიც არის.
ამიტომ ყველაზე ოპტიმალური და პარლამენტში გამსვლელი ირინა იმერლიშვილის კანდიდატურაა, იგი ოცნების პოლიტსაბჭოს წევრიცაა და მისი ჩაგდება უკვე პარტიისა და კოალიციის გახლეჩის გაფორმებაა.
შესაბამისად რჩება, უშიშროების საბჭოს მდივნის, უზენაესი სასამართლოს კიდევ სამი მოსამართლის და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურები.
კანდიდატურები მრავლადაა: კახი კახიშვილი, დავით სიხარულიძე, ხათუნა ლაგაზიძე, ეკა გიგაური, კახა კოჟორიძე და ლევან ალაფიშვილი.
ჯერ საბოლოოდ არ არიან ჩამოყალიბებული, მაგრამ იმერლიშვილის ადგილზე უფრო ხშირად სიხარულიძის და ალაფიშვილის გვარები სახელდება“, - წერს „უჩინო უჩინარი“.