
მომღერალი ლაშა მახარაძის მკვლელობის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ეს ქვეყანაა თუ ჯოჯოხეთი?! მერამდენე მკვლელობას უნდა ვიგებდე ამ ერთი კვირის გამავლობაში?!
რით ვერ გამოვიდა ამათი ბნელი ტვინი 90-იანებიდან და რით ვერ დააყენეს ერთი ადგილი?! თქვე მანიაკებო, სულით მახინჯებო, წაეთრიეთ და ეგდეთ ციხეში და თქვენი ბოღმა იმ ოთხ კედელში ანთხიეთ და ნუ გვიკლავთ ახლობლებს! მთავრობავ, რას აკეთებ?!! გონს მოეგე, სანამ კიდევ გვიანი არაა!
ამ საწყლებს ეამაყებათ, ტრუპები რომ ყავთ, გესმით?! და სროკზე რომ არიან, ეგ გმირობად მიაჩნიათ!! საწყლები ხართ და ლაჩრები, პატარა კაცებო!!!
არამგონია, ესენი წამების შედეგად იყვნენ გაბოროტებულები! მათი აზროვნება ვერ განვითარდა, ვერ დაძლიეს 90-იანების მახინჯი აზროვნება! მათ მოსწონთ, რა დღეშიც არიან! დაჩის მკვლელის ვიდეო ვნახე, რა ამაყად გავიდა სასამართლოდან!
დარწმუნებული ვარ, ბავშვობიდანვე ასეთი იყო და ბოლო-ბოლო მანიაკ მკვლელად ჩამოყალიბდა! რა თქმა უნდა, ამ საკითხში არ ვამართლებ წინა ხელისუფლებას! ვგმობ ყველანაირ ძალადობას, მაგრამ აი, ასეთ სულით ბოროტებს, როგორიც დაჩის მკვლელი და ახლა უკვე კოშკას მკვლელია, რა უნდა გაუკეთო, მითხარით რა?!
მახსოვს, ბოლოს 7 წლის წინ, რიგის ქუჩაზე მე და ჩემს მეგობარს როგორ შემოგვყვა ვიღაც ავადმყოფი სადარბაზოში, როგორ ჩაგვარტყა რაღაც, არ მახსოვს რა, თავში, დაგვაყაჩაღა და გაიქცა... ძალიან მეშინია, იგივე სიტუაციაში არ აღმოვჩნდე სადმე! მკვლელებით და მანიაკებით არის სავსე ქალაქი!
ხო, ახლა აღვშფოთდით, რადგან სასაკლაოდ იქცა ქვეყანა!", - წერს ბადურაშვილი.
ნინის პოსტს ტელეწამყვანი და მოდელი ლიკა ევგენიძე გამოეხმაურა:
„კოშკა:((((((((((((((((( მკვდარი ვარ, ნინი!!!!!:( ახლა კიდევ გამოვა ბაგა-ბაღელი შსს მინისტრი და მორიგ სისულელეს დააყრანტალებს....".
ნინი ბადურაშვილი: ეს რა უბედურებაა, ლიკა!!! გაუსაძლისია უკვე აქ ცხოვრება!! (( საწყალი, რის გამო მოკლა იმ მახინჯმა ზომბმა მართლა! რა სიტყვები ვიხმარო, არ ვიცი, ისეთი გამწარებული ვარ ((.