-
2014-09-03 13:05
ჟურნალისტი ვსევოლოდ კოზლოვი უკრაინაში შეყვანილი რუსი მედესანტის მამას ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შვილით ამაყობს და ის სადაც არ უნდა ყოფილიყო, მართალია, რადგან ბრძანებას ასრულებდა.
ინტერვიუს ფრაგმენტი "ეხო მოსკვის" ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რუსმა მედესანტემ უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, ერთ-ერთი შეტაკების დროს ქვედა კიდურები დაკარგა. ის მოსკოვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ფრაგმენტი მედესანტის მამასთან ინტერვიუდან:
"რა უნდა მოგიყვეთ? ჩემი შვილი ჯარისკაცია, უბრძანეს და წავიდა, არ გაქცეულა, როგორც ის თქვენი... ბანდერლოგები. ის არ გაქცეულა და არავისთვის დახმარება არ უთხოვია. გასაგებია? მე ვამაყობ მისით. ის ნამდვილი ჯარისკაცია. და რაც უნდა დაემართოს, მე მას არასდროს მივატოვებ.
რა, სხვა რამის მოსმენა გსურდათ? გეგონათ, ქვითინს და მოთქმას დავიწყებდი? არასდროს არ გავაკეთებ ამას. ჩვენთან, ურალში ცხოვრება რაღაცას დაემსგავსა მას შემდეგ, რაც პუტინი მოვიდა. თქვენ კიდევ მოსკოვში ცხოვრობთ, სულ სხვა ქვეყანა გაქვთ... იცით, რატომ ეძახიან უკრაინელები რუსებს მოსკალებს? მოსკოვის გამო...
მე არ ვიცი, სად იყო ჩემი შვილი. ალბათ, საზღვარზე. და რაც არ უნდა გაეკეთებინა, ის მართალია. როცა ჩვენს საზღვრებს ესვრიან... თანაც, დაიმახსოვრეთ, ის ჯარისკაცია და ბრძანებას ასრულებდა. მორჩა. არ გაქცეულა, არ დაუკვნესია. გაიწვიეს - წავიდა", - ამბობს ვსევოლოდ კოზლოვი.