ნათია ფანჯიკიძე: ბოლო ერთ კვირაში მომხდარი ამდენი მკვლელობა ნიშნავს იმას, რომ შველა გვჭირდება

Image

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლის, ნათია ფანჯიკიძის განცხადებით, ამდენი მკვლელობა, რაც მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში მოხდა, ნიშნავს, რომ ძალიან ავად ვართ და შველა გვჭირდება. 






"სსრკ-ს დროს, თითქოს მშვიდ და უზრუნველ ბავშვობას რომ ვიხსენებთ, მაშინაც ხდებოდა ჯგუფური და საზარელი მკვლელობები, მაგრამ ამდენი ალბათ არა. დამოუკიდებლობის დღიდან ხან პიკს აღწევდა ერთმანეთის ხოცვის (რეალიზებული) სურვილი, ხან ოდნავ იკლებდა, მათრახის ქვეშ და არა ფსიქიკური ბალანსის აღდგენის გამო, მათრახთან ერთადაც კი არ იკლებდა და ქრებოდა, ლეგალური ხდებოდა, ლამის ყველა ოფიციალურად იარაღიანი პირის ექსკლუზივი იყო წამება და კვლა...

 

ყოველ უბანში უნდა გაკეთდეს უფასო სპორტული დარბაზი, ხელოვნების კლასი არტთერაპიის ელემენტებით უნდა დაინერგოს უფროს კლასებში, ლიტერატურის პროგრამა უნდა დაიგეგმოს არა მაინცდამაინც მაღალი დონის ლიტერატურული ნაწარმოებებით, არამედ იმ წიგნებით, რომელიც უკეთესს ხდის ადამიანს, თუნდაც ყველაზე პრიმიტიული ხერხებით..

 

უნდა მოხდეს სკოლებშივე მაღალკვალიფიციური პათოფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა, უნდა მიდიოდეს ჯანმრთელი ცხოვრების ინტენსიური პროპაგანდა და ნაბიჯები ყოველ დღე იდგმებოდეს ამის ცხოვრებაში გადატანისთვის. რაც მთავარია, როგორმე უნდა შეიგნოს საზოგადოებამ, რომ ნეგატიურ ტენდენციებს ყველა ერთად აძლიერებს, ზოგი ლანძღვით, ზოგი ტყუილით, ზოგი ცილისწამებით, უნდობლობის, შურის, განადგურების შინაგანი მოთხოვნილების დემონსტრაციით... სოციალურ ქსელშიც კი იოლად აღსაქმელია, რა ჯოჯოხეთურ ფსიქოლოგიურ ველში შეიძლება ყავდეს რომელიმე ოჯახის წევრს ახლობელი ადამიანები, როცა სამყაროდან მხოლოდ ნეგატიური მოვლენის შერჩევა შეუძლია და ამაზე პათოლოგიურად დაფიქსირება. ფაქტია, რომ შველა გვჭირდება..

 

ამდენი მკვლელობა, რაც მხოლოდ ამ ერთ კვირაში მოხდა, ნიშნავს, რომ ძალიან ავად ვართ. მხოლოდ პოლიცია ვერ დაიცავს საზოგადოებას, მითუმეტეს, ვერ უმკურნალებს.. აპათიური მდგომარეობიდან საკუთარი თავის (საზოგადოების) გამოყვანა ყველას ერთობლივი მიზანი უნდა იყოს",- წერს ფანჯიკიძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !