ჯაფარიძე: „რომ შემოგაქვს ბიუჯეტი, რატომ გიწერია ექვსი პროცენტი? საბავშვო ბაღში ვართ თუ რა?!“

Image

პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, უმცირესობის დეპუტატმა ეკონომიკური მაჩვენებლის ვარდნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2013 წლისთვის ეკონომიკის ზრდა ორნიშნა  კოეფიციენტით ვერაფრით მოხდება.

 

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მთავრობას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და ელემენტარულ საკითხებში უშვებს შეცდომას:

 

„თქვენ მოიგონეთ, რომ ეკონომიკა გასულ წლებში იზრდებოდა ილუზორულად, რომელი ეკონომიკური თეორია ნახეთ, რომ სახელმწიფოსგან ბიზნესის დატერორებით ეკონომიკა იზრდებოდეს?

 

შარშან, მესამე კვარტალში ეკონომიკის ზრდა იყო 7.5%, მეოთხეში 2%-ზე ჩამოვიდა, ეს არის ვარდნა და არა ის, რომ 0.5 პროცენტით ხდება შეცვლა. ადამიანების გადინება მოხდა გასულ წლებშიო, ზოგადად, რომ გესმოდეთ, მიგრაციის რამდენიმე ტიპის ტენდეცია არის თანამედროვე სამყაროში, ჩვენთვის რაც ყველაზე რელევანტურია, ეს არის ის, რომ დაბალი მშპ-ს ქვეყნებიდან მიედინებიან მაღალი მშპ-ს ქვეყნებისკენ, რაც უფრო დავუახლოვდებით ევროკავშირს ეს გაგრძელდება.

 

ამას ვერანაირი სახელმწიფო პოლიტიკა ვერ შეცვლის, ისინი დაბრუნდებიან მაშინ, როცა ქართული ეკონომიკა დაეწევა მათ ეკონომიკისა და ეს რომ მოხდეს, საჭიროა სწრაფი ორნიშნიანი ზრდა და არა 1.3 ზრდა, რომელიც იყო აქ მესამე კვარტალში.

 

ამბობთ, რომ ბიუჯეტი გაირღვევა საშემოსავლო ნაწილში, მაგრამ არ გაირღვევა ხარჯვით ნაწილში, თუ არ იქნა შემოსავალი, რას დახარჯავთ? ეს ხომ მარტივი მათემატიკაა?

 

2013 წლისთვის 6 პროცენტიანი ზრდაო - ხომ იცით, რომ 2.5 % ზრდა არის მაქსიმუმი? რომ შემოგაქვს ბიუჯეტი, რატომ გიწერია ექვსი პროცენტი? რა ვერ მივხდებით, საბავშვო ბაღში ვართ თუ რა?!“- განაცხადა ჯაფარიძემ.

რედაქტორის რჩევით

თურქემენეთში სიტყვა „კორონავირუსი“ აკრძალეს

2020-03-31 15:08
ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ავრცელებს. ...

პაატა იმნაძე: ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ დამტკიცდება, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინას კორონავირუსისგან დამცველობითი ეფექტი აქვს

2020-03-31 15:00
ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ დამტკიცდება, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინის,...

მითები კორონავირუსზე, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

2020-03-31 14:56
მითი: კორონავირუსი ადამიანის შექმნილია

ბელგიაში 12 წლის გოგო კირონავირუსით გარდაიცვალა

2020-03-31 14:51
ბელგიაში 12 წლის გოგო კირონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ბელგიის ეროვნული კრიზისული ცენტრის წარმომადგენელმა...
რჩეული ვიდეოები

ცნობილი სიმღერის, I Love Rock 'N' Roll ავტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

2020-03-30 14:17
კომპოზიტორი და მომღერალი, ალან მერილი 69 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

მღვდელმა ნიუ-იორკი თვითმფრინავიდან აკურთხა( ვიდეო)

2020-03-27 16:10
წმინდა ლუისის ტაძრის კათოლიკე მღვდელმა, ხუან ბენიტესმა ნიუ-იორკი თვითმფრინავიდან აკურთხა. 

თბილისში კაცი კორპუსის სახურავზე ველოსიპედით სეირნობს(ვიდეო)

2020-03-27 11:43
დღეს ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ სეირნობს კაცი ველოსიპედით მრავალსართულიანი სახლის სახურავზე.

სუფრის გაშლის გამო მარნეულში მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

2020-03-23 18:15
მარნეულში სუფრის გაშლის გამო მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.6363
0.0131
100
RUB
 - 
4.1226
0.0942
1
USD
 - 
3.2845
0.0051