
ქვეყანაში დემოკრატია არ არის–შარშანდელთან შედარებით ასე 6 პროცენტით მეტი მოქალაქე ფიქრობს.NDI-ის კვლევის მიხედვით, იმ პირთა რაოდენობა შემცირდა, ვინც თვლის, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა.
NDI-ს კვლევის თანახმად, 46% ფიქრობს , რომ საქართველოში დემოკრატიაა, მაშინ როდესაც NDI-ს მიერ 2013 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ კვლევებში 54% მიიჩნევდა, რომ ქვეყანაში დემოკრატია იყო.
ახალი კვლევით, 41% თვლის, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის, ხოლო 2013 წლის ნოემბერში 35% ფიქრობდა რომ ქვეყანაში დემოკრატია არ იყო.