
ბიზნესმენი გოგი თოფაძე კვების პროდუქტებზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ასაჯაროებს.
„გვაქვს მონაცემები, რომელიც დადო უცხოურმა ლაბორატორიებმა და რაც მთავარია, მაგალითები.
ჩვენთან ოპერირებს ერთი ლატვიური კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე 20 წელია, შემოსულია. მას შემოაქვს ე.წ. „შპროტი“.
2 თვის წინ ამ კომპანიამ ეს შპროტი გაგზავნა სლოვენიაში 2 ვაგონი. შეამოწმეს თუ არა, დააჯარიმეს და გაუგზავნეს უკან.
იგივე კომპანიამ შემოიტანა ეს შპროტი ჩვენთან, როცა შემოწმდა, რახან ევროპაში ატყდა განგაში, ჩვენებმაც მიაქციეს ყურადღება, მაგრამ ეს საქონელი ჩვენთან მაინც დარჩა. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ერთი მაგალითი.
მაგალითად, ე.წ. ქათმის ბარკლები, „ბუშის ბარკლებს“ რომ ეძახის მთელი მსოფლიო, ყველა მეცნიერი ერთხმად ამბობს, რომ არ შეიძლება ქათამი 2 კვირის იყოს და ჰქონდეს ინდაურის წონა. ესე იგი, გასაგებია, რომ ის ჰორმონებით იკვებება.
დაუშვებელია მისი გამოყენება, რომ გარდა იმისა, რომ შეიცავს კანცეროგენებს, პირდაპირ ვნებს მამაკაცების პოტენციას. გარდა ამისა, კვლევები გაკეთებულია საჭმლის ზეთზე, დაწუნებულია რამდენიმე ქვეყნის ზეთი.
მაგალითად, არ არის სუფთა საჭმლის ზეთი, გადამდნარი ცხიმისგან არის დამზადებული, კვლევები ჩაატარა რამდენიმე ქვეყანამ. არც რძის ნაწარმია სტანდარტული.
ჩვენ გვაქვს ასევე ხორცის ნაწარმის კვლევის შედეგები, შესწავლილია ძეხვეული. ეს არის გენმოდიფიცირების ნათელი მაგალითი. ძეხვეულში მხოლოდ 15-16% აღმოჩნდა ხორცი, დანარჩენი არის ფქვილი, საქონლის სისხლი, ქონი და ა.შ“, - აცხადებს თოფაძე.
„ალია“