გაბრაზებული გორელი მოვაჭრეები ხელისუფლებაზე: „რისთვის მოვიდნენ, რისთვის მოეთრნენ?“

Image

პროტესტის მეცამეტე დღეს გორელმა მოვაჭრეებმა, რომლებიც ბაზრის გადატანას აპროტესტებენ, დავით ბაქრაძესთან შეხვედრა მოითხოვეს, ჩათვალეს რა, რომ ხელისუფლება მათი პრობლემების მოგვარებას ვერ ახერხებს. უფრო დაწვრილებით, რადიო „აფხაზეთის ხმა“ გორიდან:

 

გიორგი ბერკაციშვილი, რადიო „აფხაზეთის ხმა“, გორი:

 

გორის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები, უკვე მეცამეტე დღეა, რაც ბაზრის წმინდაწყლის დასახლებაში გადატანს აპროტესტებენ. მათ პერმანენტული აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც შეიტყვეს, რომ ბაზარი, სადაც ათობით წელია მუშაობენ, უნდა დატოვონ და ქალაქიდან მოშორებით ახალ სავაჭრო ობიექტში გადავიდნენ.

 

მოვაჭრეები ახალ ბაზარში გადასვლაზე კატეგორიულ უარს ამბობენ და აცხადებენ რომ ახალ სავაჭრო ობიექტში გადასვლა იმ მიზეზით არ სურთ, რომ იქ მომხარებელი ადგილმდებარეობის გამო არ ივლის.

 

მოვაჭრეებმა საინიციატივო ჯგუფი ჩამოაყალიბეს, რომელიც 10 ადამიანისგან არის დაკომპლექტებული. სწორედ ეს საინიციატივო ჯგუფი მართავდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ბაზრის ამჟამინდელ მფლობელებთან მოლაპარაკებებს, თუმცა როგორც თავად მოვაჭრეები ამბობენ, არცერთმა შეხვედრამ შედეგი არ გამოიღო რასაც ისინი ხელისუფების უსუსურობით ხსნიან:

 

,,უსუსური ხელისუფლება გვყავს, ჩვენს ქვეყანაში უცხოელები გვართმევენ საკუთარ მიწას", – მსგავსი შეძახილები ისმოდა დღევანდელ აქციაზეც.

 

ასობით მოვაჭრე დღესაც გორის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა, ისინი რეგიონის გუბერნატორთან შეხვედრას მოითხოვდნენ, თუმცა მათთან არავინ არ მისულა. მოგვიანებით შეკრებილებმა გადაწყვიტეს დახმარება საპარლამენტო უმცირესობისთვის ეთხოვათ და დავით ბაქრაძესთან შეხვედრის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

 

როგორც ისინი ამბობენ, აღნიშნულ ხელმოწერებს საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს გაუგზავნიან და გორში ჩამოსვლას და შეხვედრას სთხოვენ:

 

,,ამდენი დღე იმიტომ ვმართავთ აქციებს, რომ ლუკმა–პური არ გვაქვს. რა მივუტანოთ სახლში შვილებს, შვილიშვილებს? ჩვენს უკან უამრავი ადამიანი დგას, ჩვენ ვინახავდით ოჯახებს. დაგვიბრუნონ ჩვენი ბაზარი, რომ ვიარსებოთ.

 

გამოდის, გუბერნატორი არ გვხვდება, როგორ ეკადრება... გუბერნატორია და აბა ჩვენ როგორ შეგვხვდება?! რისთვის მოვიდნენ, რისთვის მოეთრნენ, სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათო, ამბობდნენ და კი არ შექმნეს, 2500 კაცს სამუშაო ადგილები წაართვეს.

 

ეგენი მოვიდნენ მგლები, ხალხის მკვლელები, მტაცებლები! რაც უნდა მიყონ, არავისი არ მეშინია, ამაზე მეტს რას მიზამენ – ცოლ-შვილი და შვილიშვილები მშივრები მიკვდებიან ", – ამბობს აქციის მონაწილე მერაბ ჯიოშვილი.

 

''სააკაშვილმა რითიც დაასრულა ამ ხელისუფლებიდან წასვლა, ესენი ამით იწყებენ. ამათ დიდი ხანი არ აქვთ ხელისუფლებაში ყოფნის დრო... ურჩევნიათ, ან გონზე მოვიდნენ და ხალხს მოგვხედონ, ან არადა, გადადგნენ, ჩვენ ვიყავით ვაჭრები და ვრჩებით ვაჭრებად. ბევრი ხელისუფლება მოვიდა და ბევრი შევიცვალეთ, ამათაც ეგ დღე უწერიათ.

 

ან იყვნენ ხალხისთვის, ან არადა წავიდნენ. მოვა ისეთი, ვინც ჩვენ მოგვხედავს, პარლამენტიდან ვითხოვთ უმცირესობას ჩამოვიდნენ, ისინი მაინც დაინტერესდნენ ჩვენი პრობლემებით და შეგვხვდნენ", – ამბობს ეკა ქარელი.

 

გორის აგრარული ბაზარი 2007 წელს უცხოელ ინვესტორებზე გასხვისდა. ინვესტორებმა გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ძირძველი ბაზრის გადატანა წმინდაწყლის დასახლებაში გადაწყვიტეს, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე ინვესტორი ძველი ბაზრის დემონტაჟს გეგმავს.

 

ამას მოვაჭრეები ამ დრომდე არ ეგუებიან და ახალ ბაზარში გადასვლაზე უარს ამბობენ, ისინი აქციების გაგრძელებას იქამდე აპირებენ, სანამ მათ პროტესტს შედეგი არ მოჰყვება. მოვაჭრეები შიმშილობის დაწყებასაც გეგმავენ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !