
დღეს ინგა გრიგოლიამ თბილისის მერობის კანდიდატები ნიკა მელია და დავით ნარმანია პარასკევის „რეაქციაში“ დებატებზე „ფეისბუქით“ დაპატიჟა.
„ნარმანია და მელია ხომ იწვევენ ერთმანეთს დებატზე??))) ხოდა, ეხლავე ვთავაზობთ ,,რეაქციის“ სახელით-მზად ვართ გავაკეთოთ მათი დებატი და პარასკევს თბილისის მერობის ორივე კანდიდატს ვთავაზობთ პირდაპირ ეთერს))))) იმედია დაგვთანხმდებიან))))))))“, - დაწერა წამყვანმა (სტილი დაცულია)
ტელეწამყვანის შეთავაზებაზე ნიკა მელიამ „ფეისბუქითვე“თანხმობა განაცხადა. „ინგა, მივესალმები ამ ინიციატივას, აუცილებლად მოვალ, იმედია წინ საინტერესო დებატები გველის“, - დაწერა ნიკა მელიამ.
რაც შეეხება დავით ნარმანიას შტაბს, „პირველმა რადიომ“ პასუხი მიიღო, რომ დებატები შედგება ნეიტრალურ ტერიტორიაზე, სადაც ორივე კანდიდატი თანაბარ პირობებში იქნება. კითხვაზე, რა იგულისხმება ნეიტრალურ ტერიტორიაში, დავით ნარმანიას შტაბს ჩამოყალიბებული პასუხი არ აქვს.
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=28210