
მამა ელიზბარ დიაკონიძის თქმით, მისი ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ ქართველი ერი სულიერად მკვდარია, ხორცი ლპება, მას კი ამ ჭაობში ცხოვრება და სიმყრალის ყნოსვა არ უნდა.
„მეუფე იობის სიტყვები მახსენდება, როცა გულგატეხილმა ბრძანა - „მე აწი ჩემი სულის გადარჩენისთვის უნდა ვიზრუნოო!“ იმედია, მეც მივაგნებ ადგილს, სადაც ამისი განხორციელება შესაძლებელი იქნება.
ამიტომაც მივდივარ ამ ქვეყნიდან და არავითარი ურთიერთობა არ მექნება ამ ცრუ ხალხთან. წმინდა დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნებში წერს - „ყოველი კაცი ცრუ არს!“
მე არაფერს წარმოვადგენ საიმისოდ, რომ ამ უდიდეს წმინდანს ჭეშმარიტება დავუდასტურო, მაგრამ ვერ ვნახე და არ შემხვდა კაცი, მათ შორის, ჩემს თავსაც ვგულისხმობ, ვინც ამ სიტყვების სიმართლეში გადამარწმუნებდა.
სინოდში პატრიარქის ანდერძი ძალიან ბევრს აშფოთებს, რადგან არ იციან თუ ვინ ჰყავს პატრიარქს თავის ანდერძში ჩაწერილი და ნებისმიერ შემთხვევაში როგორც კი უწმინდესის ანდერძი აღსრულდება, ეკლესიაში მოკალათებულ კლანებს ფრთები შეეკვეცებათ. თუ უწმინდესი თავად იტყვის უარს საპატრიარქო ტახტზე და გადადგება, ანდერძი ძალაში ვერ შევა და ვერ ამოქმედდება.
აი, ამიტომ ვიმეორებ და ვაცხადებ კატეგორიულად, გეგმაში ჰქონდათ მიეღწიათ უწმინდესის გადადგომისთვის, რაც ჩაეშალათ!..
მოხუცი პატრიარქი რას გახდება მაშინ, როცა ორმოცდათორმეტკაციან სინოდში რამდენიმე კაცი რომ ძალიან მაგარი მეუფე გვგონია, ისინიც უუნაროები აღმოჩნდნენ და იცით, რატომ? წინააღმდეგობა ვერც ერთმა ვერ გასწია, ისე დაგვამხეს მთელ ერს პედერასტების დასაცავად შეთითხნილი და ყურით მოთრეული კანონი! აი, ამიტომაც მივდივარ საქართველოდან!...“, - განაცხადა მამა ელიზბარმა.
„ასავალ -დასავალი“.