სოსო ჯაჭვლიანი „ოცნებას“ დაუპირისპირდა

Image

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ქართული ოცნების“ იმ დიდ დანაშაულზე საუბრობს, რის გამოც საქართველოს მოსახლეობის თითქმის 70-მა პროცენტმა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო.

 

 

„ჩვენი მთავარი დაპირება იყო სამართლიანობის აღდგენა, ამაზე მიდიოდა ლაპარაკი ...  ბევრია ფაქტი, როცა წინა ხელისუფლებამ ადამიანებს წაართვა სახლები და დღეს არის სახელმწიფო ბალანსზე, ყველამ იცის, რომ ეს მავანის საკუთრებაა...

 

ასეთი ქონება არის ათასობით. თუ ამას დავაბრუნებთ, სახელმწიფო საერთოდ არ ზარალდება, ხალხს ხომ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ამოისუნთქოს? ახლა ძალიან ბევრს ლაპარაკობენ კეთილსინდისიერ მყიდველებზე, რა ვქნათ, კაცი მეხუთე პირია, ქონება იყიდა, როგორ ჩამოვართვათო?

 

მე ამათ კეთილსინდისიერ მყიდველებს ვერ დავარქმევ, მაგათ ვეძახი კეთილმოტ...ნულ მყიდველებს.

 

საქართველოში მოქმედებს მეგობრობის კანონი, ნათესავების კანონი, შეიძლება შენ იურიდიულად კეთილმოტ...ნული იყო, მაგრამ მაინც უნდა დაფიქრდე: ბიჭო, ეს ქონება ხომ მავანისა იყო, მე რომ ვყიდულობ იაფად და ლამის მუქთად ვიგდებ ხელში, შემერგება?

 

ახლა ვთქვათ პირდაპირ, რა მოხდა, ამან გამოიწვია ნიჰილიზმი, ადამიანები არჩევნებზე რომ არ მოვიდნენ...  ვინც მე დამდევდა, ვინც მე „დუბინკას“ მირტყამდა, ამ ხალხის ნაწილი ისევ თანამდებობაზე მუშაობს.

 

...რა არის „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი შეცდომა? ამათ უნდათ, თუ ვინმე რაღაცას წარმოადგენს, თუ ვინმე ცოტა ჭკვიანურს იტყვის, თუ არ აწყობთ, ყველაფერს ისე შეგიტრიალებენ, ან გიჟად გამოგიყვანენ, ან კიდევ დებილად.

 

მე ახლა ვიტყვი სრულ სიმართლეს, ვიტყვი, რაც არის "ქართული ოცნების" დანაშაული და ყველა მიხვდება, რაშიც არის საქმე. როდესაც თენგიზ აბულაძე „ნატვრის ხეში“ მიღებდა, მე და ლიკას მოგვიტრიალდებოდა ხოლმე და გვეუბნებოდა: სოსო, აბა, გააკეთე ესა და ეს სცენა ისე, როგორც ამას გააკეთებდა ნამდვილი სოსო. ლიკა, აბა, გააკეთე ესა და ეს სცენა ისე, როგორც ამას გააკეთებდა რეალურ ცხოვრებაში ლიკა.

 

ამ ყველაფერს უყურებდნენ ქართული კინოს კორიფეები - სესილია თაყაიშვილი, კოტე დაუშვილი, ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი, კახი კავსაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, სოფიკო ჭიაურელი და სხვები. როცა რომელიმე ეპიზოდს ჩემებურად ვითამაშებდი, მიტრიალდებოდა თენგიზ აბულაძე მათკენ და ეტყოდა: ხომ გეუბნებოდით, სოსო გენიოსია-მეთქი?

 

მე ამ დროს ისეთი გახარებული ვიყავი, ისე მიყვარდა ყველა, ისე კარგად ვგრძნობდი თავს გუნდში, ენით ვერ აღვწერ. ამ დროს აბულაძე იწყებდა, - სოსო, მოდი ასე კი არა, ისე გავაკეთოთ, მე მგონი, სხვანაირად ჯობიაო, ბოლოს აღარაფერი რჩებოდა ჩვენი, მაგრამ გენიოსები ხომ ვიყავით?

 

გუნდში ხომ გვათამაშებდა და გვაძლევდა ჩვენს ადგილს? ის გვეუბნებოდა, ჩვენ ერთად უნდა ვისწავლოთ და ერთად გავაკეთოთ გენიალური „ნატვრის ხეო“. ახლა აქ, ჩვენთან, ჩვენს გუნდში რა ხდება?

რასაც თენგიზ აბულაძე აკეთებდა, ეს არის ნიჭი, ეს არის ინტელექტი და მე ვეუბნები „ოცნებას“:  რანაირი პოლიტტექნოლოგიებიც არ უნდა ისწავლოთ, 70 ათასი წიგნიც რომ გადაიკითხოთ, ამას თქვენ ვერასოდეს ვერ ისწავლით.

 

ამას ნიჭი უნდა, ინტელექტი უნდა, ამას ადამიანობა უნდა, ამას ქვეყნის სიყვარული უნდა, ამას ადამიანის სიყვარული უნდა, ამას ბოროტება არ უნდა! ჩვენ გვჭირდება ისეთი გუნდი, რომელიც ღვარცოფივით გადაანგრევს ყველაფერს და აღადგენს სამართლიანობას!

 

... ამას ვერ ვუწოდებ გუნდს. ნება იბოძონ და წესიერად შეარჩიონ კადრები, წესიერად მოექცნენ ერთმანეთს, ხალხს მიაქციე ყურადღება და 100 კაციდან მხოლოდ 20 არ მოგივა არჩევნებზე.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, ეს მაინც არის ინერციული გამარჯვება. ინერცია ოდესღაც ჩერდება და როცა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიხარ მყარად, ის არ ჩერდება. ყველას უნდა ვუთხრათ სიმართლე, ნებისმიერ ადამიანს...

 

ერთი ამბავი რომ ატეხეს ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, ამ კანონის მიღებამდე, ორი დღით ადრე, საბურთალოზე 15 წლის ბიჭი სამმა ერაყელმა რომ იხმარა და ჩვენმა ტელევიზიებმა გადასცეს, სად იყო მაშინ ჩვენი საზოგადოება? სამ დღეში ანტიდისკრიმინაციული კანონი უნდა მიგვეღო...

 

აბა, გამოსულიყო 200 ათასი კაცი და პასუხი მოეთხოვა იმ 3 ერაყელისთვის. მერე აღმოჩნდა, თურმე ესენი აგენტებიც ყოფილან.

 

...სად იყო საზოგადოება, როცა ანტიდისკრიმინაციულ კანონს ვიღებდით, დილიდან პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა სამღვდელოება, დაწვეს სააკაშვილის სურათი, შევარდნაძის სურათი, ბიძინა ივანიშვილის სურათი, შემოვიყვანეთ მღვდლები, ვისაუბრეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, ყველაფერი გავარკვიეთ, როგორც საჭირო იყო. გავიდნენ გარეთ და გეგონება, ატომური ბომბი ესროლესო, ისე დაიშალა ყველა. თუ ასე ძალიან განიცდიდნენ, ერთი საათიც მოეთმინათ!“ - აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი.

 

 

„ალია“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !