-
2014-06-20 17:27
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 2010 წლიდან, ევროკავშირთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოს არამხოლოდ საგარეო, არამედ შიდა პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი გახდება.
ფანჯიკიძე ამბობს, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მთლიანი შიდან პროდუქტი 4,3%-ით გაიზრდება, ხოლო ევროკავშირთან ექსპორტი - 12%-ით.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელს, 27 ივნისს, პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში მოაწერს.