პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 2 მარტის მთავრობის სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, სრულ კოორდინაციაში ჯანდაცვის სამინისტროსთან, აღასრულოს თვითიზოლაციის წესები. გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნიული საბჭოსთვის, მოქალაქეების მიერ თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა ყველაზე დიდი გამოწვევა აღმოჩნდა:
"ადამიანები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება იყვნენ ვირუსის მატარებლები, მათ აქვთ გარკვეული ვალდებულება, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინაშე. თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ყველაზე მნშვენლოვანი კომპონენტი. მოვუწოდებთ მოქალაქეებს მკაცრად დაიცვან ეს კომპონენტი".