
გავრცელებული ინფორმაციით, Rihanna მის მე-9 სტუდიურ ალბომზე მუშაობს.
მას შემდეგ რაც Rihanna-მ 2016 წელს გამოუშვა ალბომი “Anti”, ის გახდა 2 შვილის დედა და ასევე, მისი 2 ბიზნესის მეშვეობით “Fenty Beauty” და “Savage X Fenty” მილიარდერი. ახლა კი, გადაწყვიტა თავის ფანებს მისცეს ის, რასაც ისინი 8 წელია ნატრობენ.
Entertainment Tonight-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Rihanna მუსიკალურ ინდუსტრიაში დაბრუნებას აპირებს. მას Live Nation-თან უკვე აქვს დადებული გარიგება. ახალი ალბომის გამოშვების ზუსტი ვადები მითითებული არ არის.