-
2013-07-04 14:14
მიმდინარე წლის სექტემბრიდან ოსი სეპარატისტები ცხინვალის რეგიონში "მეზობელი საქართველოდან" ავტოსატრანსპორტო საშუალებებს აღარ შეუშვებენ.
აღნიშნული დადგენილება სეპარატისტთა მთავრობამ უკვე მიიღო.
სეპარატისტები იუწყებიან, რომ მითითებული პერიოდის შემდეგ შესაბამისად შეწყდება ავტომობილებით საქონლისა და ტვირთების შეტანა.
"ადამიანებს, რომელთაც სახელმწიფო საზღვრის გადალახვის სურვილი ექნებათ საზღვის ფეხით გადავლა მოუწევთ. სასაზღვრო პუნქტების გავლით ნებადართული იქნება მხოლოდ იმ ნივთების გადატანა, რომლებიც პირადი მოხმარების საგნებს განეკუთვნება, ჯერჯერობით საზღვრის გადაკვეთის გამარტივებული რეჟიმი არსებობს, იმისათვის რათა ადამიანები მიეჩვიონ ცნებას "სახელმწიფო საზღვარი", _ იუწყებიან სეპარატისტები.