-
2026-04-09 14:35
ნინო ჩხეიძის სუნამო - „Nino Chkheidze N°1” სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს და მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. მისი უნიკალური არომატი, რომელიც სინაზესა და ელეგანტურობას უსვამს ხაზს, უკვე ბევრისთვის იქცა სტილისა და ინდივიდუალობის განუყოფელ ნაწილად.
„მინდოდა, ხარისხიანი, პრემიუმ კლასის სუნამო შემექმნა, რომელიც აუცილებლად საფრანგეთში ჩამოისხმებოდა. ვინაიდან, საფრანგეთი და სუნამო ხარისხთან ასოცირდება“, - ამბობს ნინო.
სურნელი განსაკუთრებული კომპოზიციით გამოირჩევა. ფრანგული ოსტატობა, მაღალი კლასი და თანამედროვე ელეგანტურობა ჰარმონიულად ერწყმის და ქმნის ეფექტს, რომელიც როგორც ყოველდღიურობაში, ისე განსაკუთრებულ საღამოებზე ერთნაირად დასამახსოვრებელია.
„ეს სუნამო არ არის უბრალოდ სურნელი – ის ემოციაა, რომელიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს” - განაცხადა მომღერალმა აფხაზეთის ხმასთან”.
მისი თქმით, არომატი ასახავს ქალურობას, თავდაჯერებასა და იმ განწყობას, რომელიც თითოეულ ადამიანს უნიკალურს ხდის.
სუნამოს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხარისხი, დახვეწილობა და სწორად შერჩეული არომატები ყოველთვის პოულობს საკუთარ ერთგულ აუდიტორიას. ამ შემთხვევაში კი, ეს აუდიტორია არა მხოლოდ ერთგულია, არამედ ყოველდღიურად ფართოვდება.

