
„მე მინდა კითხვაზე პასუხი, რას მოიმოქმედებს ნატო თუ საქართველო რუსეთის მორიგი სამიზნე გახდება“, - ამ კითხვით მიმართა დავით უსუფაშვილმა ევროკავშირის საგარეო სამქეთა მინისტრებს.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ნატოს გარეშე საქართველო შესაძლოა მსოფლიო რუკიდან კვლავ გაქრეს.
„ნატოს გარეშე საქართველო შესაძლოა მსოფლიო რუკიდან ისევ გაქრეს და ეს შეიძლება მალე მოხდეს. 2008 წლის აპრილის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნები მივიდნენ კონსესუსამდე, რომ საქართველო ალიანსის წევრი ქვეყანა გახდება. ეს რთული კონსესუსი იყო, თუმცა საუბარი არ იყო არც მექანიზმებზე, არც ინსტრუმენტებსა და თარიღებზე. მე მჯერა, რომ ეს იყო ერთერთი მიზეზი 2008 წლის აგვისტოში რუსული სამხედრო აგრესიისა.
დღეს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ვართ, თუ საქართველო ნატოსკენ ნაბიჯებს გადადგამს, ეს მოსკოვის მხრიდან მორიგ აგრესიას გამოიწვევს, ჩვენ ვრისკავთ, სწორედ ამიტომ გვჭირდება პასუხი, რას მოიმოქმედებთ, თუ საქართველო რუსეთის მორიგი სამიზნე გახდება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.