-
2021-07-02 13:39
სოციალური ქსელების , განსაკუთრებით კი „ინსტაგრამის“ მომხმარებლები ბათუმელ "ინფლუენსერ"- მარიამ შუკაკიძეს უკვე კარგად იცნობენ. მარიამს „ინსტაგრამზე“ 700 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს.
უამრავი თბილი კომენტარისა და კომპლიმენტის პარალელურად, მისი გარეგნობა არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი. გამომწერების ნაწილი ამტკიცებდა, რომ მარიამს პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული, ნაწილი კი მის ბუნებრივ სილამაზეს უსვამდა ხაზს და ეს თემა დღესაც სადაო საზოგადოებისათვის.

ცოტა ხნის წინ კი, მარიამმა "ინსტაგრამ სთორში" ატვირთა ფოტო, სადაც უმაკიაჟოდ არის. სწორედ ამ ფოტომ დაიმსახურა გულშემატკივრების უამრავი დადებითი შეფასება. - „რა ბავშვურად ლამაზი ხარ?! შენ კოსმეტიკა რაში გჭირდება?“, „უიშვიათესია თქვენნარი ყველაფრით დადებითი ადამიანი“, „ულამაზესი ხარ არამარტო ფიზიკურად, არამედ სულიერადაც“, „ძალიან ლამაზი და საყვარელი ხარ“, „ყოველთვის ვიძახდი, რომ ბუნებრივად უფრო ლამაზი ხარ“- ეს ესემესები მიიღო მან გულშემატკივრებისაგან და ამ შინაარსის კიდევ, 80-ზე მეტი კომენტარი გამოაქვეყნა.
