
ყველაზე ნაკლები რისკის ქვეშ არიან 6-დან 24-წლამდე ასაკის ადამიანები, თითქმის არ არიან,
მათ შესაძლოა ვირუსი დაემართოთ, მაგრამ გადააქვთ ადვილად, - ამის შესახებ იმუნოლოგმა,
დავით ნანობაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, 6 წლამდე ასაკის ბავშვები მეტი რისკის ქვეშ არიან, რადგან მათ შემთხვევაში
სხვა დამამძიმებელი ფაქტორებიც მუშაობს.
„ეს არის ნაწლავური ინფექციები, მათ შორის პარაზიტული ინფექციები, რაც სამწუხაროდ ხშირია
საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებში. რადგანაც ჭიების არსებობის დროს იმუნური სისტემის მკვეთრი
დაქვეითება ხდება, ამიტომაც 6 წლამდე ასაკის ბავშვები ცოტა მეტი რისკის ქვეშ არიან“, - განაცხადა დავით ნანობაშვილმა.