
მსახიობი კრისტენ სტიუარტი მედიამ ფილმ "სპენსერის" გადაღებისას დააფიქსირა, რომელშიც სტიუარტი უელსის გარდაცვლილი პრინცესის, დაიანა სპენსერის როლს ასრულებს.
30 წლის მსახიობს ზუსტად ისე ეცვა, როგორც დაიანას 1992 წელს კენსინგტონში გადაღებულ ფოტოებზე. მისი ვარცხნილობაც სამეფო ოჯახის გარდაცვლილი წევრის იდენტურია.
ფილმში სტიუარტის პარტნიორი, პრინცი ჩარლზის როლის შემსრულებელი ჯეკ ფარტინგი იქნება.