-
2021-03-25 15:05
საჭმელი ჭიქა ჩეხმა წყვილმა შექმნა.მათი თქმით ეს ჭიქა არ შექმნეს მხოლოდ ტკბილის სიყვარულის გამო, ისინი მისი შექმნით ეკოლოგიურ პრობლემებსაც ებრძვიან.ჭიქის შემქმნელებმა ერთმანეთს დაუკავშირეს კარგი ყავა და დესერტი და შექმნეს ტკბილი ჭიქა, რომლის დაგემოვნება,მხოლოდ ყავის დალევის შემდეგ არის შესაძლებელი.
პრაღაში, ნიუტონის კოლეჯში ეკონომიკის საფუძვლების შესწავლის შემდეგ წყვილმა გადაწყვიტა, რომ შეექმნა საკუთარი სტარტაპი.
"ოდნავ ტკბილია და ჯანსაღი სასუსნავის გემო აქვს ”, -ამბობს იდეის ავტორი ზუზანა ზვეროვა."ჩვენ გადავწყვიტეთ, უფრო ეკოლოგიურად გვეცხოვრა და შევქმენით ეს შედევრი.დალიე და ჭამე.”
პროექტი ახლა მათი სადიპლომო თემაცაა. უკვე 50- ზე მეტი ჩეხური კაფე იყენებს გემრიელ ეკოლოგიურ ჭიქებს და ყოველდღიურად ამ წამოწყებას უფრო მეტი ადამიანი უერთდება.
ზუზანა და მიროსლავი ახლა ცდილობენ, შექმნან ახალი ლუდის კათხა, რომელსაც ყველის ან ბეკონის გემო ექნება.