„მე არ ვარ მოდის კრიტიკოსი. მე უფრო შემიძლია ვთქვა , რომ ვარ მოდის ექსპერტი „ დალი ჩიტალაძე

Image

დალი ჩიტალაძე ქართული მოდის ინდუსტრიაში ყველასთვის ცნობილია, როგორც მოდის კრიტიკოსი და მუდამ გემოვნებიანად ჩაცმული ქალბატონი. იგი საკუთარ თავს კრიტიკოსს არ უწოდებს.დალი ჩიტალაძე “აფხაზეთის ხმის” ჟურნალისტთან საუბრისას ამბობს , რომ არა კრიტიკოსი, არამედ მოდის ექსპერტია. ის არის ქალი, რომელიც ნებისმიერ სტილში არ კარგავს საკუთარ ელეგანტურობას . 

 

მას  რამდენიმე კითხვით მივმართეთ,როგორც მოდის ექსპერტს.

 

-თქვენი აზრით,ვინ არის  საქართველოში ყველაზე გემოვნებიანი ქალბატონი? 

-ვისაც ვთვლი, რომ ნამდვილად გემოვნებიანია, ასეთი სულ რამდენიმეა. არ შეიძლება ადამიანს ყავდეს ერთი გამორჩეუული, მე მაგალითად ძალიან მომწონს: მაკა კვიციანი, ლენკა ცქიტიშვილი,ანუკი არეშიძე და სხვა... არიან ძალიან ლამაზი და გემოვნებიანი ქალბატონები. 

მიხარია, როდესაც  ვხედავ ქუჩაში  და საერთოდ საქართველოში ლამაზად და გემოვნებიანად ჩაცმულ ქალბატონებს.

C:\Users\Эло\Desktop\162236712_3421327231301740_5574382068487670179_n.jpg

თქვენი გადმოსახედიდან, როგორ უნდა ეცვას ქალბატონს, რომ იგი გემოვნებიანად ითვლებოდეს ?

-ერთი ფორმულა არ არსებობს.არსებობს მხოლოდ ერთი განსაზღვრება და ეს არის ელეგანტურობა! ელეგანტობა, ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რომელიც ყველა ქალმა და მამაკაცმა უნდა დაიცვას . 

სპორტული სტილიც  ელეგანტურია,  ეს სტილიც შეგიძლია გახადოთ ელეგანტური . სტილის შეგრძნების ნიჭი ან გაქვს ან არა, თუ არ გაქვს უნდა იკითხო და თუ გაქვს- უკეთესი.

C:\Users\Эло\Desktop\163404013_727497997945009_1633151580583106780_n.jpg

როგორ ფიქრობთ, რა არის ლუქში ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი?

-  მე  ლუქის აწყობას ვიწყებ ფეხსაცმლიდან. ყოველთვის ვაკვირდები რა აცვიათ და რა ფეხსაცმელზე. რადგან, ფეხსაცმელი საზღვრავს ლუქის სიკარგეს. შესაძლებელია ატარებდე ძალიან კარგ ლაბადას, ბლუზას  და კაბას მაგრამ შესაფერისი ფეხსაცმელი არ გეცვას და ამ ფონზე შეიძლება ის რაც ძალიან კარგი გაცვიათ აღარ გამოჩნდეს. ფეხსაცმელი წყვეტს შენს მოდურ ლუქს, მისით იწყება ტრენდული ლუქის შექმნა. ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ კიდევ გავმეორდები და ვიტყვი რომ თუ გინდათ, სეზონზე გარდერობი გახადოთ ტრენდული  არაა საჭირო მთელი გარდერობის გამოცვლა.უბრალოდ იყიდეთ ახალი ფეხსაცმელი და რამდენიმე დეტალი . ახლა მოდაშია  შლაქსები, მაღალ წელიანი ჯინსები და  უკვე შეიკრა ახალი ლუქი. გასული სეზონის კაბაც კი ახალ ფეხსაცმელზე და ჩანთაზე აბსოლუტურად სხვანაირი იქნება.

 C:\Users\Эло\Desktop\161311033_1057670311423849_5069718575215233215_n.jpg

ქართველი დიზაინერებიდან ვის გამოარჩევდით?

- ჩემი ფავორიტი დიზაინერები არიან : დათუნა სულიკაშვილი , თამუნა ინგოროყვა , მაკა კვიციანი , ანუკი არეშიძე , გვანცა ჯანაშია , ავთანდილი  და დავით გელოყოვი. ხშირად მათი ტანისამოსი მაცვია.


თქვენი აზრით, 2021 წლის ზაფხულს რა ფერები და ტანისსამოსი იქნება მოდაში? 

-ტრენდული არის ისევ ნეონის და ჟოლოსფერი  ტანისსამოსი  და აქსესუარები. ასევე ვარდისფერი , ოქროსფერი  ამავე ფერის აქსესუარები  და დეტალები . ეს ფერები ძალიან ტრენდულია .

ფეხსაცმელი ისევ არის ოთხკუთხედი  და წვეტიანი ცხვირით. ასევე, სპორტული ფეხსაცმელი ისევ რჩება ტრენდულად .   და რა თქმა უნდა პასტელურის შეხამება ნეონის ფერებთან და  ოქროსფერთან. ამ ფერების კომბინაციები  ერთად ქმნის ძალიან ლამაზ და ახალ ტრენდულ ლუქებს. 

 

C:\Users\Эло\Desktop\163199920_1177768229331540_4444789232056393657_n.jpg

 

 რა არის თქვენი საყვარელი აქსესუარი , რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხართ ?

- ჩანთა  და თავსაბურავი.სეზონის მიუხედავად, თავსაბურავი მუდამ ჩემთანაა. რომც არ გავიკეთო, ჩანთას აუცილებლად ვუკეთებ . ეს არის  ჩემთვის მნიშვნელოვანი.

C:\Users\Эло\Desktop\163579926_138023174904885_2950462206855289835_n.jpg

 

თქვენ რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

 -ყველანაირი სტილი უნდა მოვირგოთ. ეს იქნება კლასიკური , სპორტული თუ ავანგარდული .ადამიანი მაშინ ხარ საინტერესო როცა ხარ სხვადასხვანაირი. ერთფეროვნება  მოსაწყენია. ამიტომ,  იმიჯი სულ უნდა იცვალოთ. დღეს სპორტული ხარ,ხვალ ელეგანტური ,ზეგ კლასიკური და ასე შემდეგ... საინტერესო უნდა იყო. მაგრამ,არასოდეს არ მაქვს  ერთი გამორჩეული სტილი. მაქვს სხვადასხვა, მაგრამ ყველაფერში ვინარჩუნებ ელეგანტურობას . 

C:\Users\Эло\Desktop\163649923_474905913637465_7535888657215235396_n.jpg

რას ურჩევდით იმ ქალბატონებს  და მამაკაცებს, რომლებსაც სურთ,რომ ელეგანტურად გამოიყურებოდნენ? 

-თუ ხვდებით რომ ვერ აწყობთ  ან არ შეგიძლიათ, ყოველთვის მიმართეთ ისეთ ადამიანს და ისეთ მოდის ექსპერტს, როგორიც მე ვარ. 

თუ გაქვთ საშუალება, რომ პერსონალური სთაილინგი გყავდეთ- მშვენიერია  , მაგრამ შეგიძლიათ ცნობილი ადამიანების სოციალურ ქსელებს დააკვირდეთ.მათ,ვინც  თქვენ მიგაჩნიათ გემოვნებიანად. ასევე ძალიან ბევრი საიტებია, რომლებიც ამას გვკარნახობენ.

 

C:\Users\Эло\Desktop\162376602_1103629033463022_4501808796765877196_n.jpg

 

ვინ არის თქვენი ინსპირაცია?

 

-ჩემი ინსპირაცია მოდის ინდუსტრიაში ყოველთვის იყო და არის კოკო შანელი.

C:\Users\Эло\Desktop\161956788_451864159573266_6613503535608116318_n.jpg

 

 

                                                                                                                             ავტორი: ნიკოლოზ ჯახაია

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !