-
2021-03-25 14:06
მსახიობი და ტელწამყვანი ია ფარულავა საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი ინსტაგრამზე. ია საკუთარ გამომწერებს ხშირად აძლევს სხვადასხვა საინტერესო რჩევას და საზოგადოებაც, ხშირად გამოხატავს კმაყოფილებას მისი "ინსტაგრამ სთორების" მიმართ.
ამჯერად მსახიობმა გამომწერებს თავისი გამოცდილება გაუზიარა, თუ როგორია იას დღის სტილი და როგორ მოჰყავს ყველა დასახული გეგმა რეალობაში.
"აი, მეგობრებო, ჩემი დღის განრიგი. ყოველდღე ყავის დროს ვწერ ხოლმე, რა მაქვს გასაკეთებელი დღის მანძილზე. სად უნდა წავიდე, ვისთან მაქვს დასარეკი და ა.შ. როცა მირეკავენ და მეუბნებიან, ია, გამოდი, რა, მე ვპასუხობ, რომ დღე უკვე აწყობილი მაქვს, ორი დღით ადრე უნდა გეთქვა-თქო. თქვენც სცადეთ", - აღნიშნა მსახიობმა.