
ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე ერთ-ერთი ყველასთვის საყვარელი და სამაგალითო ქართველი წყვილია. ცოლ-ქმარი ერთმანეთზე უზომოდაა შეყვარებული, რაც მათი ურთიერთდამოკიდებულებიდან კარგად ჩანს.
საოჯახო ფოტოსესიის ფოტოები ჯერ ანდრიამ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, შემდეგ კი მაიკომ, რამაც დიდი მოწონებები დაიმსახურა.
ფოტოები სითბოთი აღსავსეა და წყვილიც ბედნიერებას ასხივებს.
ვინც მათი სიყვარულის ისტორიაზე ნაკლებ ინფორმაციას ფლობს, გეტყვით, რომ მსახიობებმა ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნეს და მათი სიყვარულის ისტორიაც სწორედ აქედან დაიწყო.
ანდრიას და მაიკოს სცენაზე რამდენჯერმე ერთადაც უთამაშიათ და ერთხელ სპექტაკლზე რომეო და ჯულიეტას როლიც კი მოირგეს.