
უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობ მსახიობ ლაშა გურგენიძეს ლამაზი, სიყვარულით სავსე ოჯახი აქვს. რაც კარგად ჩანს მათი ჰარმონიული ფოტოებიდან, რომლებსაც ხშირად აქვეყნებენ სოცილურ ქსელებში.
ლაშაც და მისი მშვენიერი მეუღლეც როგორც უკვე აღვნიშნე, სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურები არიან და ყოველთვის ცდილობენ, გარშემომყოფები პოზიტივით აავსონ.
მსახიობის მშვენიერი რჩეული თაკუნა მჭედლიშვილი გახლავთ. როგორც ცნობილია, ის გრაფიკოს-დიზაინერია და ხელოვნება ძალიან უყვარს და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კარგად ხატავს კიდეც.
ლაშა აღნიშნავს რომ მეუღლესთან მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნით ვერ ეწყობა, დანარჩენში კი ჰარმონიული ურთიერთობა აქვს.