
პოპულარული კულინარიული შოუს, „მასტერშეფის“ მეორე სეზონის გამარჯვებულმა, ახალგაზრდა მზარეულმა ნუცა სურგულაძემ მაყურებლის გულები მალე მოიგო და თავი გემრიელი რეცეპტეპით დაამახსოვრა. „მასტერშეფი 2019“-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ მისი ცხოვრებაც შეიცვალა - შექმნა საკუთარი კულინარიული ბლოგი ინსტაგრამზე და ახალ იდეებს გულშემატკივრებს ამ გზით უზიარებს. უნდა ითქვას ისიც, რომ ის უკვე ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელში და 30 ათასზე მეტი გამომწერი ყავს.
ასე, რომ გიზიარებთ, ნუცა სურგულაძის მარტივ და გემრიელ დესერტს ხოლოდ 2 ინგრედიენტით:
ინგედიენტები:
35%-იანი ნაღები;
ორცხობილა.
მომზადება:
სასურველი რაოდენობის ორცხობილა კარგად დაფშვენით,
დაუმატეთ 35%-იანი ნაღები იმ რაოდენობით, რომ მიიღოთ სქელი, კრემისებური მასა და მიქსერით კარგად ათქვიფეთ. სურვილისამებრ, მეტი სიტკბოსთვის, შეგიძლიათ დაუმატოთ შაქრის პუდრა და კვლავ კარგად აურიოთ. დესერტი მზადაა. გადაიტანეთ ის ფორმებში და გემრიელად მიირთვით.