
რა პროცედურების გავლა მოუწევთ 65 წელს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად - ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტროს 25 მარტს გამოაქვეყნებს იმ საიტის მისამართს, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები ვაქცინაციის პროცესში დარეგისტრირდებიან.
"მათთვის, ასევე, ხელმისაწვდომი რჩება [ტელეფონის ნომერი] 1522, სადაც ისინი მიიღებენ სრულ ინფორმაციას ვაქცინაციის პროცესის როგორც რეგისტრაციასთან, ასევე - ვაქცინაციის პროცესში არსებული ნებისმიერი გართულების, ან მოლოდინის შესახებ და აქედან გამომდინარე, ეს პროცესი, ვთვლით, რომ ისევ, როგორც ექიმებში, შეფერხების გარეშე წარიმართება," - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.