-
2021-03-22 15:38
ბევრი ჩვენგანი არასწორად აკეთებს ამ მარტივ და ნაცნობ პროცედურას.
სწორედ ამიტომ, მინდა გაგაცნოთ თმის სწორად დაბანის „ალგორითმი“. დაინტერესებულხართ, რა რაოდენობის შამპუნი უნდა გამოიყენოთ ერთ დაბანაზე? რამდენჯერ უნდა დაიბანოთ თმა? დააზარალებს პროდუქტები თქვენს თმას? ამ ყველაფრის შესახებ ექიმი გვირჩევს, რომელმაც რამდენიმე მითი გაანადგურა და ამბობს, თუ როგორ უნდა მოუაროთ თმას სწორად.
არ შეგეშინდეთ შამპუნების
შამპუნები, რომლებზეც მითითებულია, რომ მათი გამოყენება ყოველდღეა ნებადართული, მაქსიმალურად ნეიტრალური, დელიკატური, ჰიპოალერგიული და არააგრესიულია. შესაბამისად, მათი გამოყენება ყოველდღიურად, ნამდვილად შესაძლებელია. ყურადღება მიაქციეთ სულფატიან შამპუნებს.
დააკვირდით თმის დაბანის სიხშირეს
შამპუნის გამოყენების სიხშირე ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს, თმის ტიპისა და წყლის ტემპერატურის გათვალისწინებით. თუ ცხიმიანი ტიპის თმა გაქვთ, 3-4 დღიანი შესვენების დროს ცხმები დაგროვებას იწყებს, რამაც შეიძლება ხელი მცირედი ანთების წარმოქმნას შეუწყოს.
სწორად წაისვით შამპუნი
შამპუნის რაოდენობა დამოკიდებულია თმის სიგრძეზე. არ არის რეკომენდებული პროდუქტის პირდაპირ თავზე დასხმა. თუნდაც იმიტომ, რომ, ასე რთული იქნება მისი რაოდენობის კონტროლი. ჯერ უნდა წაისვათ შამპუნი თმაზე, ან გააზავოთ ცოტა წყალში და შემდეგ თმის მეშვეობითვე გაინაწილოთ.
რამდენი შამპუნი უნდა წაისვათ
ყველაფერი დამოკიდებულია თმის დაბანის სიხშირეზე და გამოყენებულ პროდუქტზე. თუ თქვენ ყოველდღე უნდა დაიბანოთ თმა, მაშინ „ორმაგი დაბანა“ არ არის საჭირო. მათთვის, ვინც კვირაში 2-ჯერ იბანს თმას, უმჯობესია ორჯერ წაისვას შამპუნი. მეორედ რეკომენდებულია შამპუნის ოდენობის განახევრება.
წყლის ტემპერატურა
ბევრი სერიოზულ შეცდომას უშვებს და თმას ზედმეტად ცხელი წყლით იბანს, რაც თმას ანადგურებს და ცხიმოვან ჯირკვლებს ააქტიურებს. წყლის ოპტიმალური ტემპერატურა თმის დასაბანად არის 40-50 გრადუსი. სწორედ ეს ტემპერატურული რეჟიმი უწყობს ხელს ცხიმის კარგად დაშლას, ჭუჭყის მარტივად მოცილებას და ასევე სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.
დაასრულეთ თმის დაბანა ცივი წყლით
მიზანშეწონილია დაასრულოთ პროცედურა გრილი ან ცივი შხაპით, რაც ასტიმულირებს სკალპისთვის სისხლის მიწოდებას და თმას ბრწყინვალებას მატებს.