
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მხრიდან საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ ასე გაგრძელდა საქართველო ათასობით ჰექტარზე დამატებით კონტროლს დაკარგავს.
„გეგმაზომიერ პროვოკაციებთან გვაქვს საქმე, არ ვადანაშაულებ ამ პროვოკაციების განხორციელებისას საქართველოს მთავრობას და მე ვერ ვხედავ საქართველოს მთავრობის მოქმედებებსა და რუსეთის გადაწყევტილებებს შორის უშუალო კავშირს. მე მიმაჩნია, რომ რუსეთი მიყვება თავის გეგმას, საქართველოს მთავრობის საერთო პოზიცია გამართლებულია, უნდა ვიყოთ ფრთხილად და არ უნდა წამოვეგოთ რაიმე სახის პროვოკაციებს, რადგან ამ პროვოკაციებს შეიძლება საშიში შედეგი მოჰყევს “,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე განცხადებით, აღნიშნული პროვოკაციებით რუსეთი საქართველოს ახალი მთავრობის სიმტკიცეს ცდის. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის პრობლემა იყო საქართველოს ნებისმიერი მთავრობა, როგორც პარტნიორის და როგორც სახელმწიფოს არსებობა.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ დღეს „რუსეთი ზის ჩვენს ფსქილოგიურ განწყობაზე“.