-
2014-02-18 18:42
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას , ფიზიკური ძალადობა განხორციელდა.
სააგენტოს სპეციალისტმა, ჯიმშერ ოსიაშვილმა სურსათის სარეალიზაციო ობიექტში მონიტორინგის განხორციელებისას გამოავლინა ეტიკეტირების წესის დარღვევა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით იწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
ბიზნესოპერატორი არ დაეთანხმა დაჯარიმებას, თავს დაესხა სპეციალისტს, რომელიც უგონო მდგომარეობაში, ყბის ძვლის მოტეხილობით გადაიყვანეს საავადმყოფოში.