-
2014-02-18 12:35
საქართველოს ყოფილი პრემირმინისტრი ვანო მერაბიშვილი გუშინ მის მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. მერაბიშვილის განცხადებით, სასამართლო სახელმწიფოს მხრიდან სერიოზულ ზეწოლას განიცდის და მას მსგავსი სიტუაციის გაგება შეუძლია:
“მე თავიდანვე ვიყავი განწყობილი და ადვოკატებს ვარწმუნებდი, ქუთაისში ჩემი დაცვის განხორციელების უაზრობაში. გუშინ ქუთაისში სასამართლოს თავზე თეთრი ალამი აღიმართა. იმ ფონზე, როცა თეთრი ალამია აღმართული ქუთაისში, დღეს ვიმყოფები თბილისის სასამართლოში, ეს ნაწილობრივ მაინც ინარჩუნებს დამოუკიდებლობას. მესმის, რომ თქვენ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებით, განიცდით სერიოზულ ზეწოლას.
ვიმედოვნებ, რომ ჩემს ადვოკატებს მიეცემათ საშუალება, ჩემი უდანაშაულობა დაასაბუთონ. იმედი, მაქვს, რომ დარჩა თუნდაც ეს შენობა, რომელიც ივანიშვილის საკუთრება ჯერ არ გამხდარა”, - განაცხადა მერაბიშვილმა.
ვანო მერაბიშვილს გუშინ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.