-
2014-02-17 22:46
„ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების მემკვიდრეობა: ნოვაციები, ტექნოლოგია, პერსონალი“ – ამ სახელწოდებით სოჭში საერთაშორისო ფორუმზე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების დელეგაცია 15 თებერვალს მონაწილეობდა.
ინფორმაციას ფოტოებთან ერთად აფხაზური მედია და ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებენ.
„აფხაზეთის დელეგაციაში“ შედიოდნენ ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელი შაზინი ავიძბა, მისი მოადგილე იური ლოგუა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა.
ფორუმის მსვლელობაში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის, კანადის, აშშ–ის, შვეიცარიის, ჩინეთის, საბერძნეთის, რუსეთის, ავსტრიისა და გერმანიის დელეგაციები.
„აფსნი პრესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „აფხაზური დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდნენ დასავლეთის ქვეყნების უნივერსიტეტების რექტორებს, ასევე ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლებს.
გააცნეს მათ აფხაზეთში არსებული სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა და მიიწვიეს ზაფხულში აფხაზეთის ზღვისპირა კურორტებზე დასასავენებლად“.