ამერიკულ-რუსული კავკასიური პარტია ანუ რაზე საუბრობდნენ ჯეიმსთაუნის ფონდში

Image

1984 წელს საბჭოთა კავშირის გენერალური კონსულმა გაეროში, არკადი შევჩენკომ ამერიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. შევჩენკო ყველა დროის ყველაზე მაღალი რანგის საბჭოთა ჩინოვნიკია, რომელიც დასავლეთში გაექცა კგბ-ს. მის ინტერესებს იცავდა ამერიკელი ადვოკატი უილიამ გიმერი და სწორედ მისტერ გიმერის ძალისხმევით შეიქმნა ჯეიმსთაუნის ფონდი.

 

თავდაპირველად, ეს ფონდი ფინანსურად ეხმარებოდა საბჭოთა კავშირიდან და ვარშავის ბლოკის ქვეყნებიდან გაქცეულ მაღალი რანგის პოლიტიკოსებს. მაგალითად, ამ ფონდის მეშვეობით გახდა შესაძლებელი რუმინული საიდუმლო სამსახურის ოფიცრის იონ პაცეპას მემუარების გამოქვეყნება.

 

დროთა განმავლობაში ჯეიმსთაუნის ფონდი ჩამოყალიბდა ერთგვარი პოლიტიკური განათლების ცენტრად ამერიკული საიდუმლო სამსახურების ჩინოვნიკებისა და კულუარული პოლიტიკური სტრატეგიების შემქმნელებისათვის.

 

სწორედ აქ ხდება ისეთ დელიკატურ საკითხებზე მსჯელობა, რომლებზეც წვდომა ფრიად შეზღუდულია ამერიკული მასმედიისა და პოლიტიკოსებისათვის. ამ ფონდში ჩატარებული ლექციების დამსწრეთ საშუალება აქვთ ინფორმაცია მიიღონ უშუალოდ პირველწყაროსაგან, ყოველგვარი პოლიტიკური დამუშავებისა და კონტროლის გარეშე.

 

სწორედ ამიტომ, ამერიკის დაზვერვის სამსახურები სწორედ აქედან იწყებენ თავიანთი მომავალი სამოქმედო არეალის მონიშვნას და სტრატეგიული საფუძველის მონახაზიც აქ კეთდება. 

 

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ფონდის დირექტორთა საბჭოს თავის დროზე ხელმძღვანელობდნენ ისეთი რანგის პოლიტიკოსები, როგორებიც არიან ზბიგნევ ბჟეზინსკი, ჯიმი კარტერი, ბრიუს რაიდელი, თავისთავად ცხადი ხდება ამ ფონდის პოლიტიკური წონა და მნიშვნელობა.

 

ბოლო წლებში ჯეიმსთაუნის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს რუსეთი,ევრაზია, ჩინეთი და კონტრ-ტერორისტული პოლიტიკის საკითხები წარმოადგენს.

 

ამ მოკლე შესავალის გაკეთება იმიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მკითხველებს წარმოდგენა ჰქონდეთ ამ ფონდში გაჟღერებული პოლიტიკური საკითხების მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე.

პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლამ ჯეიმსთაუნის ფონდში ძალიან საინტერესო ვითარებაში ჩაიარა. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ეს რუსული ოლიმპიადის დღეებში მოხდა, როცა რუსული დაზვერვა-კონტრდაზვერვის მაქსიმალური ყურადღება და კონცენტრაცია სოჭზეა გადატანილი.

 

ესეც გახლავთ ერთერთი მიზეზი იმისა, რომ ჯიქეთის რესპუბლიკის შექმნის ინიციატორი და ჩერქეზული პატრიოტული მოძრაობის ამჟამინდელი ლიდერი, ყოფილი დაქირავებული მებრძოლი და აფხაზეთის გმირი იბრაგიმ იაგანოვი საკმაოდ მოულოდნელად და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე აღმოჩნდა ვაშინგტონში. შეგახსენებთ, ეს ის იაგანოვია, რომელიც ჯერ კიდევ დეკემბერში ნალჩიკში დააპატიმრა ფსბ-მ.

 

საერთო კავკასიური სახლის შექმნის გენიალური პროექტის ავტორი ზვიად გამსახურდია გახლავთ. მან რამდენიმე ათეული წლით ადრე განჭვრიტა ქართული პერსპექტივები კავკასიის რეგიონში და ზუსტი აქცენტები გააკეთა ჩვენი ქვეყნის დომინანტური როლის სტრატეგიის შესახებ.

 

ამიტომაც იყო ეგზომ მნიშვნელოვანი კგბ-სთვის ქართული პუტჩის განხორციელება და სწორედ საქართველოს დაცემას მოჰყვა ჩრდილო კავკასიაში ძმათამკვლელი, გამანადგურებელი ომების გაჩაღება.

 

ეს გახლდათ კარგად დაგეგმილი ოპერაცია, რის წყალობითაც რუსულმა დაზვერვამ ხელოვნურად შექმნა მსოფლიო ტერორიზმის ახალი კერა და თავადვე აიღო პასუხისმგებლობა მის კონტროლზე. 

 

ასე და ამრიგად მოახერხა კგბ-მ სი-აი-ეის დარწმუნება იმაში, რომ ხელი არ შეეშალათ კავკასიაში რუსული თამაშებისათვის და სწორედ მათი შეთანხმების საფუძველზე დასვეს საქართველოში ორი ბატონის მსახური, გაიძვერა რენეგატი შევარდნაძე. შესაბამისად, აფხაზეთში და ჩეჩნეთში განვითარებული შემდგომი მოვლენები სწორედ კგბ-ს კავკასიური პარტიის დასაწყისი გახლდათ, რომელიც მალე გადაიყვანეს დაუსრულებელ ენდშპილში.

 

სი-აი-ეი გვიან მიხვდა, თუ როგორ გააცურა რუსულმა დაზვერვამ და საპასუხო ეფექტური სვლა მოულოდნელად განახორციელა 2003-ში, როდესაც რუსეთმა და ამერიკამ ერთობლივად შეუწყვეს ხელი საქართველოს სათავეში სააკაშვილის მოსვლას. შევარდნაძის ჩამყაყებული რეჟიმის შეცვლა გარდაუვალი იყო.

 

კგბ-მ წამოსწია თავისი კანდიდატი ჟვანია, რომელმაც თავისი მასწავლებლის შევარდნაძის წაბაძვით ამერიკელებთანაც გადაწყვიტა კოჭის გაგორება და ახალგაზრდა, ხმაურიანი, მაგრამ გამოუცდელი სააკაშვილი დაიყენა გვერდით, კომუნისტური კლეპტოკრატიის საამებლად კი ნინო ბურჯანაძე.

 

კგბ-ს გათვლით ჭკვიან ჟვანიას უნდა ეკონტროლებინა ტრიუმვირატის ორი ანტურაჟი. ასეც იყო კარგა ხანი, სანამ სააკაშვილმა ნელნელა არ აიღო კონტროლი ხელში. დანარჩენი თავადაც იცით.

 

"ვარდების რევოლუცია" ის გადამწყვეტი მოვლენა გამოდგა, რომელმაც მკვეთრად შეცვალა ძალთა ბალანსი კავკასიაში. რეგიონში ჩამოყალიბდა დასავლურ სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებული სტაბილური ქვეყანა, რომელსაც გაუჩნდა რეგიონის წამყვანი ძალისა და ცენტრის პოტენცია ფეოდალური აზერბაიჯანისა და გაურკვეველი წყობისა და სტრატეგიის მქონე სომხეთის ფონზე.

 

შესაბამისად, რუსული დაზვერვის ახალი ამოცანა სწორედ ამ სტაბილური ცენტრის დანგრევა გახდა, რადგან მკვეთრად გაზრდილი პოლიტიკური ამბიციების მქონე საქართველო ძალიან საშიში მაგალითი ხდებოდა მთელი ჩრდილოეთ კავკასიისათვის.

 

შეგახსენებთ ბატონი ივანიშვილის პირველ პოლიტიკურ განცხადებებს, სადაც იგი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ საქართველოს არ გააჩნია არანაირი პრეტენზია გლობალური პოლიტიკური მოთამაშის როლზე. მავან გულუბრყვილოთ ეს ალბათ შემთხვევითი ჰგონიათ …

 

… აი ეს გახლავთ არსებული პოლიტიკური რეალობა, რომელიც წინ უძღოდა ჯეიმსთაუნის ფონდში პრეზიდენტ სააკაშვილს გამოსვლას.

 

უკრაინაში მიმდინარე პროცესები და სოჭის ოლიმპიადის სამარცხვინო ფიასკო, სადაც არცერთი წონიანი პოლიტიკოსი არ ჩასულა, მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ პუტინის იმპერიას სერიოზული ყანყალი აქვს დაწყებული. ამის შედეგად ადრე თუ გვიან დაწყებული უმართავი პოლიტიკური პროცესების ფონზე ჩრდილოეთ კავკასია შესაძლოა, ძალიან საშიშ ტერორისტულ ბუდედ ჩამოყალიბდეს.

 

ამ პრობლემაზე განსაკუთრებული აქცენტების გაკეთება ამერიკის დაზვერვამ ბოსტონის ტერორისტული აქტის შემდეგ დაიწყო. არაბულ სამყაროს დაემატა ჩრდილო-კავკასიური თავის ტკივილი.

 

სი-აი-ეიმ სწრაფად გააცნობიერა ის რისკები, რომელიც ამერიკას ელის უკონტროლო კავკასიის რეგიონისაგან და სერიოზულად დაიწყო ფიქრი ახალ სტრატეგიაზე, რომლის ცენტრალური ობიექტი საქართველო იქნება.

 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბრწყინვალე პასუხი გასცა შეკითხვაზე, თუ რა იქნება მომავალი ჩრდილო-კავკასიური პრობლემის თავიდან აცილების მთავარი ელემენტი. ეს არის განათლება.

 

დიახ, დიახ, განათლება.

 

ფსბ-და მისი გავლენის აგენტურამ დაუღალავად იმუშავეს საქართველოში, რომ ქართული ჩრდილო-კავკასიური პროექტი მაქსიმალურად გაშარჟებულიყო. შეგახსენებთ, ამისათვის მათ ისევ ის ძველი ქართული კადრები გამოიყენეს, რომლებიც გამძვინვარებული ებრძოდნენ პრეზიდენტ გამსახურდიას 90-იან წლებში. 

 

პარადოქსული გახლავთ ის ფაქტი, რომ ამ აგენტურამ წარმატებით მოახერხა დიდი პოლიტიკური თამაშიდან პრიმიტიულ ეთნიკურ სიძულვილზე მთავარი აქცენტის გადატანა და ნაციონალური მოძრაობის მხურვალე მხარდამჭერებშიც კი მრავლად გაჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც იაგანოვისა და სააკაშვილის ფოტოზე მძვინვარებამ შეიპყრო.

 

კლასიკური რუსული "დაყავი და იბატონე" თეორია, რომელიც კავკასიაში ეთნიკური სიძულვილის გაღვივებას ემყარებოდა და რომელიც ჯერ კიდევ 200 წლის წინ შეიმუშავა რუსული ჟანდარმერიის სტრატეგიულმა სამსახურმა, ისევ უსაშველოდ ეფექტური გამოდგა.

 

ასე და ამრიგად, ახალი ამერიკული სტრატეგია კავკასიაში სწორედ საქართველოს გამოყენებას აპირებს ჩრდილო-კავკასიური ტერორიზმის პოტენციური კერის მოსასპობად.

 

წანამძღვრები სერიოზულია. ჩერქეზები მზად არიან საქართველოს დახმარება მიიღონ და ავტონომია ქართული პროტექტორატის ქვეშ შექმნან. ეს კი განაპირობა მეტად ჭკვიანურმა პოლიტიკურმა სვლამ, როცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოახერხა ჩერქეზული გენოციდის აღიარება და ჩერქეზ პატრიოტებს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.

 

მანამ კი ყველანაირად ეწყობოდა ხელი ჩრდილო-კავკასიელი სტუდენტების საქართველოს უნივერსიტეტებში ჩამოსვლას, მათთვის სტიპენდიების მიცემას და საქართველოს საშუალებით ამერიკულ-ევროპული გზის გახსნას.

 

ეს იმდენად ეფექტური ჩანაფიქრი გახლდათ, რომ ფსბ და მისი ქართული აგენტურა კინაღამ ჭკუიდან გადადგა და უბინძურესი ჭორების გავრცელებას შეუდგა ყველა საშუალებით.

 

შესაბამისად, მათ იმდენი მოახერხეს, რომ რენეგატული ქართული მთავრობის საშუალებით მაქსიმალურად გაურთულეს ჩრდილო-კავკასიელებს საქართველოში შემოსვლა საზღვარზე; მაშინ როცა რსფსრ-ს სხვა მოქალაქეებს დაუბრკოლებლად ატარებენ.

 

შემდეგი ეტაპი იქნება საქართველოს პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრა პუტინთან მოსკოვში, სადაც გაჟღერდება ერთობლივი კონტრ-ტერორისტული ცენტრების შექმნის საკითხი; რაზეც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაუფიქრებლად მისცემს დასტურს.

 

ამრიგად, სოჭის ოლიმპიური თამაშების ფონზე სერიოზული კავკასიური პარტია წამოიწყეს ფსბ-მ და სი-აი-ეიმ. ორივე ცდილობს დაასწროს ერთმანეთს და საკუთარი თავი წარმოაჩინოს ჩრდილო-კავკასიური ტერორიზმის კონტროლის გარანტორად მსოფლიო საზოგადოებაში. ორივე მხარე ამისათვის საქართველოს გამოყენებას აპირებს.

 

განსხვავება ის გახლავთ, რომ რუსულ პარტიაში ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ბრმა იარაღის და პლაცდარმის როლი ენიჭება, შემდგომი დაქუცმაცებით და სახელმწიფოებრიობის დაკარგვით; ხოლო ამერიკულ პარტიაში კი კავკასიის რეგიონის ლიდერის როლი ჩამოყალიბებული დემოკრატიული სახელმწიფოს სახით.

 

არჩევანი ჩვენზეა.

 

დიახ, დიახ, ჩვენზე.

 

დროა დავიწყოთ სიტუაციის სერიოზული ანალიზი და ამჟამინდელი საქართველოს მთავრობის ჭეშმარიტი პოლიტიკური მოტივაციების ზუსტი განსაზღვრა და ეფექტური კონტროლი;

 

თორემ ...

 

ზურაბ გურული

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !