რუსული პრესა: მკვლელობისთვის გასამართლებული „ქურდი“ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ გაათავისუფლა

Image

რუსული ინტერნეტრესურსი „პრაიმკრაიმ.რუ“, რომელიც ანოტაციაში უთითებს, რომ „კანონიერი ქურდების შესახებ მთავარი“ საიტია, ავრცელებს ინფორმაციას, რომ იანვრის ბოლოს საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ „კანონიერი ქურდი“ ციხიდან გაათავისუფლა.

 

„29 იანვარს სასჯელაღსრულების მე–7 დაწესებულებიდან გამოვიდა „კანონიერი ქურდი“ სპარტაკ ჯაფარიძე, რომელსაც მკვლელობისთვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მან სასჯელის მესამედზე მეტი მოიხადა და საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ვადაზე ადრე გაათავისუფლა“, – წერს „პრაიმკრაიმი“.

 

ამავე რესურსის ცნობით, სპარტაკ ჯაფარიძე იმავე დღეს გადაფრინდა ერევანში, მაგრამ სომხეთმა ის არ მიიღო და უკან, საქართველოში მიაბრუნა, რის შემდეგაც „კანონიერმა ქურდმა“ მეორე დღეს, უკვე სარფის საბაჟოს გავლით დატოვა ქვეყანა.

 

„პრაიმკრაიმი“ კიდევ ერთ „კანონიერ ქურდზე“ წერს, რომელსაც ყველა ბრალდება თბილისის საქალაქო სასამართლომ მოუხსნა: „40 წლის კახა ორაგველიძე 2012 წლის დეკემბერში ეტაპით ჩაიყვანეს რუსეთიდან, სადაც 10 წელი იჯდა ძარცვაში მონაწილეობისთვის. „კანონიერი ქურდი“ მკვლელობაშიც იყო ბრალდებული, მაგრამ 18 იანვარს ის გაამართლეს და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს“.

 

ფოტო ("პრაიმკრაიმ.რუ"): მარცხნივ სპარტაკ ჯაფარიძე, მარჯვნივ ტარიელ ფოცხვერია

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !