-
2014-02-16 23:41
ბერ–მონაზონი ილია ვაშაკიძე, რომელიც ტვ „ტაბულას“ გადაცემაში „საუბრები რელიგიაზე“ მონაწილეობისთვის ბოდბელმა ეპისკოპოსმა და კათოლიკოს–პატრიარქის ქორესპისკოპოსმა გააკრიტიკა, წერს, რომ შესაძლოა, მისი ფიზიკური ლიკვიდაცია იგეგემებოდეს.
„ამ წუთას ვესაუბრე ქორეპისკოპოს იაკობის ძმას. საუბარი მინდოდა მეუფე იაკობ იაკობაშვილთან. დამიწყო ძველბიჭურად ლაპარაკი და სულ დედა მაგინა ძალიან ბინძურად. სიმართლეს ვიტყვი, არც მე არ დავაკელი. დამემუქრა, გნახავ და გაგისწორდებიო.
შესაძლებელია ჩემს ფიზიკურ ლიკვიდაციასაც გულისხმობენ. ხმა მეუფე იაკობის ხმასაც კი წააგავდა. იცოდეთ, ხალხო, ამათგან ყველაფერი მოსალოდნელია.
მეუფე იაკობი ხომ თავად ამბობს ქადაგებებში, ყველა მღვდლის ზარებსა და მესიჯებს ვაკონტროლებო“, – წერს ბერ–მონაზონი ილია ვაშაკიძე „ფეისბუქზე“.