ხობში მომხდარი ავარიის დროს საჭესთან მჯდარი გიგა ბუკიას ძმა ოქმებში აღარ ფიგურირებს

Image

ხობთან გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანქანის საჭესთან მჯდარი, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის გიგა ბუკიას ძმა ავარიის შემდეგ შედგენილ ოქმებში აღარ ფიგურირებს.

 

ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ ხობიდან აცნობეს. თვითმხილველის ინფორმაციით, გიგა ბუკიას ძმამ, რომელიც საკუთარი, „ფორდის“ მარკის ავტომანქანის საჭესთან, სავარაუდოდ, ნასვამი იჯდა, სოფელ პირველი მაისის ტერიტორიაზე საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების რამდენიმე ბოძს შეეჯახა.

 

შემთხვევის ადგილი ხობის ცენტრიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, ხობი–ზუგდიდის მიმართულებით მდებარეობს. ავარიის შემდეგ ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ოქმში გიგა ბუკიას ძმა აღარ ფიგურირებს. ოქმის მიხედვით, ავტომანქანას სხვა პიროვნება მართავდა.

 

„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, პატრულის მოსვლამდე გიგა ბუკიას ძმამ, რომელიც სერიოზულად არ დაზიანებულა, მობილური ტელეფონიდან რამდენიმე ადგილას დარეკა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე ბუკიების ახლობელი მივიდა და განაცხადა, რომ საჭესთან თვითონ იჯდა, რასაც თვითმხილველები კატეგორიულად უარყოფენ. ამასთან, თვითმხილველები ვერ აკონკრეტებენ, ოქმის გაყალბებაში საპატრულო პოლიციამ მონაწილეობა მიიღო, თუ ისინი შეცდომაში შეიყვანეს.

 

„აფხაზეთის ხმამ“ ჯერჯერობით ვერ შეძლო შსს–ს პრესსამსახურთან დაკავშირება – უწყების კომენტარს მისი მოპოვებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციის დადასტურება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს როგორც საჭესთან მჯდომი პირის, ასევე ცრუ განმარტების მიმცემი პირის მიმართ, რომელმაც განაცხადა, რომ შეჯახებამდე ავტომანქანას მართავდა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !