-
2014-02-16 23:08
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხვალ ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან „ქართული ოცნება“ მომხრეების მობილიზებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ხვალ სასამართლომ ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის საქმეზე განაჩენი უნდა გამოაცხადოს. ირმა ნადირაშვილი „ფეისბუქში“ წერს:
„გვაქვს ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნება" ხვალისთვის ქუთაისის სასამართლოსთან ხალხის მობილიზაციას გეგმავს. დავალება, მივიდნენ სასამართლოში, ქუთაისის სკოლებისა და ბაღების პედაგოგებმაც კი მიიღეს.
მოვუწოდებთ მთავრობას, გამოიჩინოს გონიერება, შეწყვიტოს პროვოკაციების დაგეგმვა. შევახსენებ, რომ მათი მოვალეობა ქვეყნის მართვა და საქმის კეთებაა და არა ნაციონალური მოძრაობის ოპონორება, რაც დღეს მათი ერთადაერთი საქმიანობააა.“