-
2014-02-15 21:18
„ახალგაზრდა უფლებათა დაცვის საზოგადოების“ წევრებმა ფინანსთა სამინისტროსთან აქცია „ჭამე ნოდარი“ გამართეს.
აქციის მონაწილეები ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის მიერ დახარჯულ თანხებს აპროტესტებდნენ.
აქტივისტები ფინანსთა მინისტრს მოუწოდებენ, რომ 100 000–ობით ლარი რესტორნებსა და ძვირადღირებულ მანქანებში არ დახარჯოს და ეს თანხა სოციალურად დაუცველებს მოახმაროს:
„ჩვენ აქ ხადურის ქმედებების გასაპროტესტებლად, 20 კაცი მოვედით, თუმცა მის მიერ დახარჯულ თანხებს საზოგადოების უმრავლესობა აპროტესტებს. აქციებს პერმანენტულად გავმართავთ და აქციის მონაწილეთა რიცხვი 100–მდე გაიზრდება“,– აცხადებს „ახალგაზრდა უფლებათა დაცვის საზოგადოების“ წევრი ნიკოლოზ მემანიშვილი.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2015-09-21 04:57
-
2015-04-17 23:47
-
2015-03-27 15:40
-
2015-02-23 01:38