
65 წლის მარტოხელა ქალი მოკლეს თემქის დასახლებაში. მას სხეულზე, სავარაუდოდ,დანით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს.
მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია "ფრონტნიუსმა" გაავრცელა და აღნიშნა, რომ რუსი ეროვნების ქალბატონი ბინაში შუახნის ქალთან, სავარაუდოდ,ნათესავთან ერთად ცხოვრობდა.ბინიდან სხვადასხვა ნივთია წაღებული, რის გამოც არსებული ვერსია, რომ მკვლელობა ძარცვის მიზნით ჩაიდინა სწორედ ნათესავმა ქალბატონმა, ამ დრომდე აქტუალურია.