-
2014-02-14 17:32
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ე.წ. „ციხის ბუნტის“ საქმეზე სასამართლომ გაამართლა. ამის შესახებ ინფორმაციას, ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ახალაია სასამართლომ ე.წ. „ციხის ბუნტის“ საქმეზე მხოლოდ ერთ ნაწილში გაამართლა, შედეგად კი 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ახალაია მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.
პროკურატურამ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, საქმის მოსამართლემ სარჩელი არ დააკმაყოფილა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2015-09-21 04:57
-
2015-04-17 23:47
-
2015-03-27 15:40
-
2015-02-23 01:38